Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

       ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე-გუგლის დახმარებით ავტვირთე სასწავლო პროექტის პორტფოლიო,რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე, ასევე ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებული პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და ახალი დოკუმენტების დამატება.  მოვახდინეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.
       ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარი  რაც დამეხმარება შემდგომ პრეზენტაციის უკეთ მომზადებაში.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, July 9, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მერვე დღეს დავწერეთ სასწავლო პროექტის მსვლელობა. გუგლ ფორმების საშულებით ვისწავლეთ თუ როგორ ვაწარმოოთ გამოკითხვა, როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს და როგორ შევამოწმოთ მათი პასუხები.
დღეს მივიღე პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მაინტერესებდა და მჭირდებოდა დავასრულეთ პროექტის გეგმა, გავწერეთ განსახორციელებელი აქტივობები კვირეების მიხედვით.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, July 3, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ მეშვიდე დღეს ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე,ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი იმ შაბლონაბსა და  ფორმებს, რომლებიც საჭიროა მასწავლებლისათვის. რათა დაეხმარონ მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში, შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად შაბლონი.. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა შინაარსის  გაჯეტების შექმნასა და  განთავსებაზე. მთვლელი გაჯეტი, ვისწავლეთ სურათების განთავსება გაჯეტებზე.

Saturday, July 2, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს, განვიხილეთ და შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ შეფასების ნსტრუმენტებზეპროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის 
უნდა შემერჩია ისეთი შეფასების ფორმარაც აწარმოებს პროგრესის მონიტორინგსხელს შეუწყობს 
გაგების ხარისხის მონიტორინგსნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას.
წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
 დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მიკლე მონახაზზე მუშაობა.
დღევანდელმა დღემ  მომცა სტიმულ და გამიზარდა ახალი იდეების,ნოვაციების განხორციელების მოტივაცია.